Metro-ს უმცროსი ძმა

20 05 2012

Metro-ს უმცროსი ძმა

ანადაში გაზეთმა Metro-მ ნ მიაგნო ორიგინალურ მეთოდს საკუთარი მობილური ვერსიის სარეკლამოდ. ამაში მას ადგილობრივი სააგენტო Rethink-ი დაეხმერა და პარტიზანული მარკეტინგის გამოყენებით უცნაური მინი ემბიენთ მედია (AMBIENT MEDIA) შექმნა.

კანადის ქუჩებში ჩვეულებრივი ბრენდირებული Metro-ს დახლებთან განათავსეს დამატებითი მინი-დახლები, რომელიც გაზეთის ჯიბის ფორმატს სთავაზობდა მომხმარებელს. ვრცლად »




მასობრივი ფლეშმობი (I ნაწილი)

19 05 2012

მასობრივი ფლეშმობი

FLASH MOB – ფლეშმობი, ეს არის წარმოდგენა შემთხვევით მაყურებელზე (მიზნობრივ აუდიტორიაზე) გათვლილი, სადაც ადამიანების უეცნაური გამოჩენა ხდება ერთი და იგივე ადგილას ერთი და იგივე დროს. ეს ადამიანები არ კონტაქტობენ ერთმანეთთან, თუმცა ისინი ასრულებენ ერთნაირ მოქმედებას. ისინი არ იცინიან და არც საუბრობენ. მათი მთავარი მიზანია გარშემო შემოკრებილ მაყურებლების ყურადღების მიქცევა და დაინტრიგება. წარმოდგენის დამთავრებისთანავე ისინი ისევე ქრებიან როგორც გამოჩნდნენ. ფლეშმობი პარტიზანული მარკეტინგის მასიური ზემოქმედების იარაღს წარმოადგენს და მას ხშირად მიმართავენ ბრენდები მარკეტინგული აქტიობების დროს. ვრცლად »




სპრაიტი რეალურად აგრილებს

18 05 2012

Sprite-ი თავის გლობალურ კამპანიაში გამუდმებით აღნიშნავს  სასმელის გამაგრილებელ ძალას, მაგრამ ამჯერად ბრენდმა სიტყვიდან საქმეზე გადასვლა გადაწყვიტა. იმისათვის, რომ ძირითადი სარეკლამო მიმართვა მიზნობრივ აუდიტორიამდე არა მარტო მიეტანა, არამედ შეეგრძნოთ კიდეც, ბრენდმა პარტიზანულ მარკეტინგს მიმართა და მართლაც უნიკალური ემბიენთ მედია (AMBIENT MEDI) შექმნა. ვრცლად »




დათვმა Tipp-Ex-ის რეკლამიდან დაბადების დღე იზეიმა

17 05 2012

Tipp-Ex -ის   საკორექციო   საკანცელარიო ლენტის ბრენდმა YouTube-ზე  ჩაუშვა წარმატებული ინტერაქტიული კამპანიის გაგრძელება. ვრცლად »




რატომ “აფრენდებენ” მომხმარებლები Coca-Cola-ს.

16 05 2012

Coca-Cola-ს ინტერაქტიული მარკეტინგის მენეჯერი მაიკლ დონელი გვიზიარებს სოციალურ  ქსელებში   ბრენდის წარმატების საიდუმლოს. ვრცლად »




რესტორნის რეკლამა სოციალური ქსელების წინააღმდეგ

15 05 2012

რესტორნის  რეკლამა  სოციალური  ქსელების  წინააღმდეგ

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ პარტიზანული მარკეტინგის კიდევ ერთი ქეისი, რომელიც სარეკლამო სააგენტო „Космос“-მა და „StreetArt“-მა განახორციელეს ცოცხალი ურთიერთობის პროპაგანდისთვის.

ეკატერინბურგის ცენტრში გამოჩნდა უჩვეულო ინსტალაციები, რომლებიც ცოცხალი ურთიერთობის უპირატესობის სიმბოლოს წარმოადგენდა მრავალრიცხოვან სოციალურ ქსელებთან და ინტერნეტ-სერვისებთან შედარებით. ვრცლად »




ფიტნეს-კლუბის სარეკლამო ფუნთუშები

12 05 2012

ფიტნეს-კლუბის სარეკლამო ფუნთუშები

უკრაინულმა სააგენტო MEX -მა კიევში შეიმუშავა არასტანდარტული კამპანია ფიტნეს-კლუბების ქსელისთვის.

მოიფიქრეს, თუ როგორ მიეპყროთ იქვე, სოლომენსკის რაიონში მცხოვრებლების ყურადღება. კრეატორებმა მოიფიქრეს პარტიზანული მარკეტინგით ესარგებლათ და მათ მიზნის მისაღწევად ფუნთუშების გამოყენება გადაწყვიტეს. პურს ხომ ყველა ყიდულობს და თანაც იქვე, სახლთან ახლოს. გამოუშვეს ფუნთუშის სპეციალური ფუთები FIT BUNS, რომელშიც პური გამოიყურებოდა პრესის კუბების სახით, ხოლო შიგნით კლუბის უფასო ტალონები იდო. შემქმნელები ამტკიცებენ,რომ ამ კამპანიამ გაზარდა კლიენტების დასწრების რაოდენობა 25%-ით. პირველ თვეს გაიყიდა 2996 ფუთა და კლუბში 658 ადამიანი მივიდა საცდელ ვარჯიშზე, ხოლო ამათგან 217-მა შეიძინა საწევრო ბარათი. ფუნთუშების გაყიდვამ უზრუნველყო ინვესტიციის დაბრუნების 115%. ვრცლად »




AXE გოგონებს იცვლის

11 05 2012

AXE გოგონებს იცვლის

AXE-ს პარტიზანული რეკლამა ბრუნავ კარებებზე სამხრეთ კორეაში შეიმუშავეს. ის რომ ბრენდი ყოველთვის გამოირჩევა თავისი არაორდინალური ხედვით და ხშირ შემთხვევაში პროვოკაციული გამოხტომებითაც, ჩვენს ბლოგზე ხშირად გვისაუბრია და ქეისებიც მრავლად განგვიხილავს.

დღეს გვინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი, ჩვენი აზრით საინტერესო და ნამდვილად ორიგინალური გადაწყვეტილება, რომელიც სამხრეთ კორეელმა სტუდენტებმა დეზოდორანტი AXE Effect-თვის შეიმუშავეს. პარტიზანული კამპანია შემუშავებულია სავაჭრო ცენტრებში არსებული მბრუნავი კარებებისთვის. ვრცლად »




კომპანია Sony-ის დასასრულის დასაწყისი

9 05 2012

კომპანია Sony-ის დასასრულის დასაწყისი

მსოფლიოში ერთ-ერთი ინოვაციური კომპანია უკვე დიდი ხანია აღარაფერს ქმნის და ზარალს ვერ აუდის. ამისი მიზეზი კი მისი ინდუსტრიული სტრატეგია გახლავთ.

ყველას ახსოვს, თუ რა დიდი კომპანია იყო ოდესღაც Sony და რამხელა გავლენა ქონდა მას ჩვენს ცხოვრებაზე. მისი დამსახურებების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ უკვე 4 წელია კომპანია მოგებას ვერ ნახულობს და წელს ოფიციალური განცხადებით, მისი ზარალი ორჯერ – 6,4 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. დღეს კომპანიის მთელი კაპიტალის მხოლოდ 15% შეადგენს სუფთა აქტივებს (საკუთარ საშუალებებთან -5,67 სესხთან მიმართებაში), ხოლო მისი კაპიტალიზაცია ოთხჯერ ნაკლებია ვიდრე ათი წლის წინ.

ვრცლად »




ვირუსულ რეკლამაში პოლიტიკოსებზე მასხრობენ

7 05 2012

პარტიზანულ მარკეტინგში, როგორც წესი, ვირუსული რეკლამისთვის ყველაზე მოთხოვნად გმირებს შორის არიან ცნობილი სახეები, უკომპლექსო გოგონები და შესაბამისად ცხოველებიც. თუ პირველი ორის გადასაღებად საჭიროა თანხა, მესამე უნდა აღმოაჩინოთ და შემდეგ გაწვრთნათ. ასწავლოთ განსაკუთრებული მიმიკები. ვრცლად »